230
მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. აღნიშნული გზავნილი მოშიმშილეებს ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თითოეული თანაპარტიელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან განიცდის და თხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იძულებული იქნება, თავადაც განაახლოს შიმშილობა, რაც, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.
“თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. “, – განაცხადა ნიკა მელიამ.