ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ,,მათ სურთ იხილონ ომი უკრაინაში და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში”

by შორენა პირველი
0 comment
,,რეზოლუცია და მისი ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
 რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მათი ნაბიჯების შედეგები არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას ჩაბარებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%
 ეს არის ერთგვარი ომის პარტია. მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში,”- აცხადებს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლის ტექსტზეც   ოპოზიცია და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ.
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი –
ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო
ხელშეკრულებებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის
პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული
საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ
აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული
მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და
გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს
მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ
მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს
სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების
შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო
თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი
შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების
გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს
თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.
https://www.facebook.com/KobakhidzeOfficial/videos/928062307877029

You may also like

Leave a Comment