245
“4 თებერვლიდან 6 თებერვლამდე საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი,”-ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე მთაში ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.
“4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.”-ნათქვამია განცხადებაში.