„გთხოვთ, არ მომკლათ, გნებდებით“ აღარ გაგივათ – არანაირი რუსი ტყვე არტილერისტი აღარ იქნება, არანაირი დანდობა“ – ამ შინაარსის განცხადებას „უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების საძმო“ ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერ რუსს, სულ ერთია არტილერისტი, მძღოლი, თუ მტვირთავი, ვინც რაიმე ფორმით მონაწილე იქნება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების დაბომბვაში, ტყვედ ჩავრადნისას მოკლავენ.
„უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების საძმო მოკითხვას უთვლის რუს მსროლელებს!
გილოცავთ: მას შემდეგ, რაც თქვენ უმოწყალოდ დაბომბეთ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქები, ჩვენი ნათესავები, ბავშვები, ახლობლები, თქვენ, ჭიაყელები, გახდით ჩვენი სამიზნე ნომერი 1.
აგიხსნით, ვანკებო: თქვენ თითქოს შორს ხართ და ესვრით სამიზნეებს, რომელთაც ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ პატარა ბავშვებს, მოხუცებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და საავადმყოფოებს – ეს თქვენთვის მხოლოდ მიზნებია. ისროლეთ, გავარდა, მოხვდა – ასეა, არა, ბიჭებო? ახლა გვისმინეთ, ჭიაყელებო. თქვენ ვერ ხედავთ სამიზნეს და ასე თითქოს უკეთესად გრძნობთ თავს, მაგრამ დაგვიჯერეთ, უკეთესად, ნაძირლებო, თავს ვეღარასდროს იგრძნობთ. ინფორმაცია თქვენ შესახებ უკვე ჩვენს ხელშია. ვისზეც არ გვაქვს, სულ რამდენიმე წუთის ამბავია.
არანაირი რუსი ტყვე არტილერისტი აღარ იქნება. არანაირი დანდობა, არანაირი „გთხოვთ, არ მომკლათ, გნებდებით“ აღარ გაგივათ.
ყველა ეკიპაჟი, არ აქვს მნიშვნელობა მეთაური იქნება, მძღოლი, მსროლელი, მტვირთავი, ღორებივით დაიკვლება. ჩაისვარეთ შარვლებში, ჩვენ უკვე მოვედით თქვენთვის.
დაურეკე დედას უკანასკნელად. უთხარი, რომ მალე ჩაძაღლდები, ტურა!
ჩვენ არ ვართ სიკვდილი, უარესი ვართ“ – წერია უკრაინული სპეცოპერაციების საძმოს განცხადებაში.