160
,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პრესტიჟული ტურნირის 13-გზის ჩემპიონმა 1/16 ფინალურ ორთაბრძოლაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კამერონ ნორი იოლად, დაამარცხა.
ნადალმა მეტოქეს 3-სეტში 6-3, 6-3, 6-3 სძლია.
რაფაელ ნადალი 1/4 ფინალში გასასვლელად 19 წლის იტალიელ ჩოგბურთელს იანიკ სინერს დაუპირისპირდება.
ნადალისა და სინერის შეხვედრა 6 ივნისს, შედგება.