“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს” – ამ კომენტარით საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ელჩის განმარტებით მსჯავრდებულის სრულად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
დიდ ყურადღებას ვიჩენთ საქართველოში ზოგიერთი ინსტიტუტის მიმართ, მინდა დავიწყო სამედიცინო კონსილიუმით, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან, როგორც ამბობენ, არც დიპლომატები და არც პოლიტიკოსები ექიმები არ არიან, რომ სამედიცინო რჩევები გასცენ. მე იმედი მაქვს, რომ სამედიცინო კონსილიუმის მუშაობა გაგრძელდება. უნდა აღვნიშნოთ იმ განსაკუთრებულ როლზე, რასაც ამ საქმის ზედამხედველობის კუთხით კონსტიტუციის შესაბამისად სახალხო დამცველი ასრულებს და გასცემს რჩევებსა და შეფასებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე მინდა ვახსენო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელიც კარგ რეკომენდაციებსა და რჩევებს გასცემს პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დასაფასებელია.
ამ ყველაფრის ფონზე, წუხელ უკვე გავაკეთე კომენტარი. მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ის, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს“- განაცხადა ელჩმა.