“არ არსებობს ამ მთავრობისთვის ადამიანი, არც ერთი!” – ამ კომენტარით “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პენიტენციური სამსახურის მიერ გავცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის ჰოსპიტალში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს ძალის გამოყენებით გადაადგილებენ.
ხოშტარიას თქმით, გავცელებული კადრები მთლიანად საზოგადოების სირცხვილია და მასთან შეგუება დაუშვებელია.
“წარმოუდგენელი კადრებია. ოცნებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყველას სირცხვილია და ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა.
არ არსებობს ამ მთავრობისთვის ადამიანი, არც ერთი!” – წერს ელენე ხოშტარია “ფეისბუქის” გვერდზე.
“დროას” ლიდერი პარლამენტის შენობაში უკვე კვირაზე მეტია შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა.