საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 567 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 775 826 -მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 708 820 შეადგინა.
უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდით დაინფიცირებული 77 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 103 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 2 032 939 აცრა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 55 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 856, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 1 324.