რუსმა ოკუპანტებმა ავიადარტყმები რკინიგზის სადგურზე განახორციელეს

by oninfo.ge
0 comment

კიევში ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი რკინიგზის სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელს მოხვდა. ამის შესახებ ტელეგრამარხზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.

„რუსმა ტერორისტებმა ავიადარტყმები კიევის სამხრეთ ნაწილში მდებარე რკინიგზის სადგურზე განახორციელეს, სადაც ათასობით უკრაინელი ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჭურვი  სასტუმრო “იბისის” მახლობლად დაეცა, სადგურის შენობა გადარჩა და მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო”, – აღინიშნა ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში.

ამავე წყაროს თანახმად, მატარებლების მოძრაობა არ შეჩერებულა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

You may also like

Leave a Comment