ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 180-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა

by oninfo.ge
0 comment

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 180-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია  სააგენტო „უინიანმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით გაავრცელა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის საჰაერო სივრცე 30-მა საბრძოლო თვითმფრინავმა დაარღვია და მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბა.

„სამხედრო ობიექტების გარდა, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ  და დასახლებულმა უბნებმა. რუსეთის საოკუპაციო ძალები, საერთაშორისო წესების დარღვევით, ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავენ და კლავენ, მათ შორის ბავშვებსაც . საოკუპაციო ჯარების მორალური მხარე უკიდურესად დაბალია“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

You may also like

Leave a Comment