საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, ამ ქვეყნის მოქალაქე ჯუდოკებმა 5 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს (ყველაზე, გარდა 1984-ის). აღნიშნულ 5 ოლიმპიადაზე მათ ჯამში 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ამ 23 მედლიდან, 15 სახელმწიფოსგან შემდგარ იმპერიას ქართველმა ჯუდოკებმა 10 მედალი მოუტანეს – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
საბჭოთა კავშირის სახელით ჩემპიონები გახდნენ:
შოთა ჩოჩიშვილი (1972)
შოთა ხაბარელი (1980)
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
რამაზ ხარშილაძე (1976)
თენგიზ ხუბულური (1980)
ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ:
ფარნაოზ ჩიკვილაძე (1964)
ანზორ კიკნაძე (1964)
გივი ონაშვილი (1972)
შოთა ჩოჩიშვილი (1976)
ამირან ტოტიკაშვილი (1988)
გიორგი თენაძე (1988)
ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 80 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.