ხვალ “ნაცმოძროაბის” აქცია “300 არაგველისა” და “დიდუბის” მეტროებთან გაიმართება 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ხვალ, 12 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობა თბილისში ორ სხვადასხვა ადგილას აქციას ერთდროულად გამართავს.

​როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ აღნიშნა, აქციები “300 არაგველისა” და “დიდუბის” მეტროებთან გაიმართება.

„გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში – „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ – გამოსასვლელთან 14:00 საათზე.

ბრძოლა გამარჯვებამდე! ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე!, – განაცხადა მელიამ.

You may also like

Leave a Comment